შეფიკ ცოტნეს ხინკალი

Girl in a jacket
Girl in a jacket

ღორის ფარში / საქონლის ფარში -

Girl in a jacket -

ფქვილი -

წყალი -

მარილი -

კვერცხის ცილა -

ხახვი -

ნიორი -

ოხრახუში, ქინძი -

დაღერღილი წითელი წიწაკა -

დაფქული ძირა -

მარილი -


ხინკლის მომზადების უამრავი რეცეპტი და ვარიაციაა, თუმცა ყველას აერთიანებს ის, რომ ხინკალი უნდა იყოს წვნიანი, ელასტიური ცომით და ოდნავ ცხარე. წარმოგიდგენთ ჩემს რეცეპტს და რჩევებს უგემრიელესი ხინკლის მოსამზადებლად. ეს რეცეპტი განკუთვნილია დამწყებებისთვის, რომლებისთვისაც უცხოა ტერმინი "თვალის ზომით" და არამარტო მათთვის. უბრალოდ ჩაწერეთ ხინკლის ველში რამდენი ხინკლის გაკეთება გსურთ და დააჭირეთ ღილაკს

ვიწყებთ ცომის მომზადებას, ავიღოთ ცივი წყალი, სასურველი მაცივრის და გავხსნათ მასში მარილი, შემდეგ გავცრათ ფქვილი, მოვათავსოთ ჯამში, გობში და შუაში გავუკეთოთ კრატერი, დავამატოთ ცილა და წყლის მესამედი, დავიწყოთ მორევა ჯერ კოვზით, შემდეგ ნელ-ნელა ვამატოთ წყალი და ხელით მოვზილოთ , მოგეჩვენებათ, რომ ეს წყალი საკმარისი არაა, მაგრამ არ დაამატოთ წყალი და ეჭიდავეთ ცომს, მაგალითად მე 500 გრ. ფქვილისგან გაკეთებულ ცომს 40 წუთი ვზელ, შემდეგ ცელოფნით ვინახავ მაცივარში ერთი საათით მინიმუმ. ცომის დასვენება მნიშვნელოვანი ტერმინია და დაიმახსორეთ.

შიგთავსისთვის ვიღებ ორნაირ ხორცის ფარშს, ვურევ ერთმანეთში, შემდეგ ხახვს, ქინზის ღეროებს და ნიორს ვაბლენდერებ ფარშს ვაყრი ამ მასას, ვაყრი მარილს, ძირას, დაღერღილ წითელ წიწაკას, რომელსაც ვნაყავ, რათა უფრო პატარა ფანტელებზე დავიდე, ვურევ ხელით ერთმანეთში, შემდეგ ვასხამ ანადუღარ ცივ წყალს და არაჟნის სიქემდე მიმყავს ფარში, შემდეგ მასაც ნახევარი საათით ვინახავ მაცივარში. მანამდე დასვენებული ცომის ხელახლა გადავზელ ერთხელ, ვაბრტყელებ 6 მმ სისქეზე და ვჭრი ათიოდე რგოლს 7.35 სმ დიამეტრის, დანარჩენ ცომს ისევ ვინახავ ცელოფანში, რომ არ გამოშრეს. ვაბრტყელებ სათითაოდ და ვღებულობ 10 თხელ წრეს, შემდეგ მაცივრიდან ვიღებთ ფარშს, გადავურევთ და ჯერ სათითაოდ ან ერთდროულად ვათავსებ ცომზე, ვახვევ ხინკლებს და ასე ვაგრძელებ სანამ მეყოფა ცომი და ფარში. რაც შეეხება მოხარშვას: წყალს ვადგამ წინასწარ დაბალ ცეცხლზე და ბოლო 10 ხინკალი რომ დამრჩება მოსახვევი, მაშინ ვუწევ გაზს მაღალზე და დუღდება მალევე, მარილს მოვაყრით ადუღებულ წყალს და ხის კოვზით კარგად მოვურევთ, შემდეგ ტუჩების დაწვის ხარჯზე ვსინჯავთ ქაფქაფა მარილწყალს და ასე ადუღებულში ვალაგებ სათითაოდ ხინკალს. ამის შემდეგ ხის კოვზით კარგად ამოვურევ, ამ პროცესს გავიმეორებ წყლის ხელახლა ადუღებამდე კიდევ ერთხელ, რათა არ მიეკროს ხინკლები ერთმანეთს. ხელახლა ადუღება იმიტომ ხდება, რომ ცივი ხინკლები აგრილებს წყალს და ისევ დუღილამდე უნდა მივიყვანოთ. ადუღებიდან 6-7 წუთი უნდა ხარშო საშუალო ცეცხლზე, რომ ქაფქაფის ინტესიობა არ იყოს ძალიან მაღალი. შემდეგ არის ვერსია, რომ ამოღების წინ ცივი წყალი უნდა გადაავლოო. ამოღებულ ხინკალსაც გადავავლე, ქვაბშიც გადავასხი ცივი წყალი და არც გადამისხია ცივი წყალი, შედეგი ერთი და იგივე: ეს არაა საერთოდ მნიშვნელოვანი, ასერომ ხინკალი მზადაა საჭმელად. ქვევით, პირველ რიგში საკუთარი გამოყენებისთვის, ჩამოვწერ მნიშვნელოვან ასპეკტებს, რაც არ მინდა დამავიწყდეს კეთებისას.



როდესაც კინკლის გული შეკრულია, გემრიელია.გე გვირჩევს:

P.S. კულინარიისადმი ჩემი მთავარი მიდგომა სიზუსტეში მდგომარეობს და რეკომენდაციების და წესების ზედმიწევნით ზუსტ დაცვაში. როგორც კი რომელიმე თქვენგანი დაიწყებს ხინკლის კეთების ექსპერიმენტს ჩემი რეცეპტით, უმალ აღმოაჩენს გულდაწყვეტილი, რომ მიუხედავად იმისა, რომ ყველა იგრედიენტის ზუსტი მონაცემებია მითითებული, არაფერია ნათქვანი მოზელილი ცომის გაბრტელების სისქესა და ამოსაჭრელი წრეების დიამეტრზე, ამას როგორც წესი, დიასახლისები, რომლებსაც ხინკლის კეთების მრავალწლიანი პრქტიკა აქვთ, თვალის ზომით ხვდებიან. მე კი არ მქონდა ამის ფუფუნება და გადავწყვიტე, დამესტაბილურებინა ისეთი ორი ცვლადი, როგორებიცაა ცომის სისქე დაჭრამდე და რგოლების დიამეტრი. ესაა 6mm ცომის სისქე და 7.35 სმ დიამეტრის წრიული ამოსაჭრელი.

Joseph Joseph Adjustable Rolling Pin
Biends Round Cookie Cutters Stainless Steel