Garmin Basecamp-სა და გარმინის ფერადეკრანიან ხელის GPS მოწყობილობებში სასურველი დიზაინის ხატულას დამატება


იმისათვის, რომ Garmin Basecamp-სა და გარმინის ფერადეკრანიან ხელის GPS მოწყობილობებში დავამატოთ სასურველი დიზაინის ხატულა (icon), ამისათვის დაგვჭირდება photoshop-ში #ff00ff ფერით შეღებილი კვადრატი, ზომით 24-30px (1), რომელშიც ჩავსვამთ სასურველ .png ხატულას, შევინახავთ .BMP ფორმატში (2), Garmin Basecamp-ისთვის დავარქმევთ 001-ს, ხოლო ხელის მოწყობილობისთვის Custom 1-ს (3). ჩავაგდებთ ამ ფაილს შესაბამისი მოწყობილობის შესაბამის ფოლდერებში (4) .

ასეთი მარტივი და გენიალურია ციფრული სამყარო!

ახლა ერთ დეტალი, რომელსაც აუცილებლად შევამჩნევთ ჩვენს ახალ ხატულას. შეხედეთ პირველ წყვილს

Nature
Nature

ახლა შეხედეთ მეორე წყვილს


Nature
Nature

ორივე შემთხვევაში ჩვენი სასურველი ხატულა შემცირებულია 27 პიქსელამდე, რათა magenta ფერის კვადრატში ჩავატიოთ, თუმცა პირველ წყვილში ისრების სილუეტში შავი კვადრატები არაა წარმოდგენილი სრული გაუმჭვირვალობით, არამედ ისინი გამჭვირვალეა ნახევრად მაშინ, როცა მეორე წყვილში გვაქვს სრულად შავი პიქსელები, ისინი სრულიად გაუმჭვირვალენი არიან. ახლა შევხედოთ ორივე ხატულას როგორ ვიზუალს იღებენ Garmin Basecamp-ში, პირველი ხატულა კარგ ვიზუალზეა, ხოლო მეორე ხატულას ვარდისფერი ტონები დაჰკრავს.

Nature

რატომ მოხდა ეს? პირველ რიგში აღვნიშნოთ, რომ გარმინი ფერს კოდით ff00ff (magenta) აღიქვამს გამჭვირვალედ, ჩვენს მაგალითში კი, გარმინმა ის ვერ აღიქვამს სრულ magenta ფერად, არამედ აღიქვა არასრულ ვარდისვრად. რომელზეც შავი პიქსელებია თხელ ნახევრადგამჭვირვალე ფენად, ამიტომ ასე გადატანილ ხატულას გარშემო არასრული ვარდისფერი პიქსელები ექნება

ამ ვიდეოში განახებთ, როგორ უნდა დავამუშავოთ ხატულა, სანამ მას შევინახავთ საბოლოოდ.

პროცესი მარტივია, გვაქვს 27px სიდიდის ვარდისფერი კვადრატი და ძალიან დიდი გაფართოების გამჭვირვალე ხატულა. იმისათვის, რომ მივაღწიოთ სრულ გამჭვირვალობას და ხატულა არასრული ვარდისფერი ტონებით დაბინძურებისგან ვიხსნათ, ამისათვის ვიქცევით შემდეგნაირად: პირველ რიგში, ვიღებთ რაც შეიძლება ხარისხიან PNG ხატულას, რომელიც გამჭვირვალეა, შემდეგ Photoshop-ში ვხსნით მას და ctrl+T ბრძანებით (Free Transform) დაგვყვავს 27 px x 27 px ზომამდე და გამჭვირავლობის მინუმუმი დარღვევისთვის ველში interpolation ვირჩევთ Nearest Neiugbor ამის შემდეგ ჯერ შავი (ფერადი) ფუნჯით შემოვუყვებით ხატულას სილუეტს, ხოლო შემდეგ magenta ფერის ფუნჯით შემოვუყვებით სილუეტის მომიჯნავე პიქსელებს, რათა სილუეტის გარდამავალ მონაკვეთში თავიდან ავიცილოთ შერეული გამჭვირვალობა.


ახლა კიდევ ერთი პრაქტიკული ასპექტის შესახებ. თქვენს წინაშეა Garmin Basecamp 64sx მოდელის ხატულები, რომლებიც დაჯგუფებული კატეგორიებად

Nature

ეს კი ის 14 მონიშვნაა, რომელსაც მე ვიყენებ ლაშქრობისას.

დაახლოებით 270 ცალი მონიშვნიდან მხოლოდ 14-ს როცა იყენებ და ეს 14 ხატულა 11 კატეგორიაშია გადანაწილებული, ველზე ლაშქრობისას მოუხერხებელია მათი მოძებნა მონიშვნის გასაკეთებლად, ამიტომ მე პირადი მოხმარებისთვის გარმინის ქარხნული ხატულების სრული კოლექციიდან ამოვირჩიე ეს 14 და გადავარქვი რა სახელები 001, 002, 003, 004 ... წესით, როგორც (3) ვიდოეშია ნაჩვენები, Garmin Basecamp-ს ვაფიქრებინე, რომ ისინი ახალი ხატულებია, რამაც ისინი დააჯგუფა ერთ, Custom განყოფილებაში.

Nature

როგორც ხედავთ, 14 ხატულასთან ერთად რამდენიმე ჩემი შექმნილიცაა

გაგვიზიარეთ თქვენი უნიკალური ხატულები.

სასარგებლო ლინკები

Garmin Basecamp 4.7

Garmin Waypoint Stock Symbols

U.S. National Park Service Map Symbols (24x)

My Custom Icons